Wednesday, November 18, 2015

IX დღე


  •     დღეს, ტრენინგის ბოლო დღეს  განვიხილეთ ჩვენი პორტფოლიოები.
  •  თითოეულმა მასწავლებელმა წარადგინა თავისი პროექტი. 
  • მომეწონა ჩემი კოლეგების ნაშრომი. 
  • მივიღეთ რჩევები ჩვენი ტრენერისაგან.
  • დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა.
  • ტრენინგმა: ,,პროექტებით სწავლებამ '' ბევრი რამ მასწავლა,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან
  • დიდი მადლობა,  ბატონო გიორგი საინტერესო ტრენინგისთვის!


ყველაზე მაღალი ადამიანი შეხვდა ყველაზე დაბალ ადამიანს


Saturday, November 14, 2015

VIII დღე


  • დღეს ვისწავლეთ ელექტრონული საცავის drive-ს გამოყენება;
  • ვისწავლეთ როგორ შევქმნათ drive-ში საქაღალდე;
  • დოკუმენტები ავტვირთეთ  და გავაზიარეთ ბლოგზე. ( ვისწავლეთ ფაილის და საქაღალდის ატვირთვა, ჩამოტვირთვა, გაზიარება);
  • ვისწავლეთ,  თუ ვის შეუძლია ნახოს ჩვენი გაზიარებული დოკუმენტები;
  • შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტები და ესეც ავტვირთეთ drive-ზე;
  • ვისწავლეთ ელექტრონული ტესტების შედგენა. ( ვხსნით drive--new-googleforms) კითხვების სახეობები
  1. texst-მოკლე ტექსტური ინფორმაცია;
  2. paragraph texst-ვრცელი ტექსტი
  3. multiple choice-რამდენიმე პასუხიდან ერთის არჩევა
  4. chekboxses-სავარაუდო პასუხებიდან რამდენიმეს არჩევა
  5. choose from a list-ჩამოშლა და არჩევა
  6. scale-შკალა
  7. grid-
  8. date
  9. time
  • ვისწავლეთ ბმულის დაკოპირება. 

Friday, November 13, 2015

VII დღე


  •     დღეს ვისწავლეთ ,როგორ შევადგინოთ პრეზენტაციის ჩეკლისტი და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
  •  გავეცანით კოლაბორაციული შეფასების ფორმას.
  • ვისწავლეთ  excell-ში პრეზენტაციის რუბრიკის შექმნა. 
  • პროექტის გეგმაში დავამატეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები.                     დავალება:

  1.   პროექტის გეგმაში უნდა დავამატო  სასწავლო პროცედურები--რა აქტივობებს ვგეგმავ;
  2. შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი; 
  3. დავწერო პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა 4 ბალიანი სისტემით და პრეზენტაციის ჩეკლისტი;                                                                                                       ძალიან შრომატევადი დღე იყო. მადლობა გიორგის!

Sunday, November 8, 2015

VI დღე


  •   ვისწავლეთ POVER POINT-ში პრეზენტაციის გაკეთება, ვიდეოების და სლაიდების ატვირთვა,ინტერნეტრესურსების გამოყენება.
  • ვისწავლეთ ბროშურის შექმნა და მასში სურათების დამატება.
  •  ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი გაკვეთილი. 
  • გიორგიმ მეტად საჭირო ოპერაციები გვასწავლა. საუკეთესო ტრენერი გვყავს.

დავალება:  გადავხედოთ პროექტის გეგმას და შევიტანოთ მასში ცვლილებები. 
კიდევ ერთხელ.

Friday, November 6, 2015

V დღე


  •  დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა.
  • გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და მათ გამოყენებას.
  •  ვნახეთ გიორგის შექმნილი საკონფერენციო ნაშრომი მომავლის ტექნოლოგიებზე,რომელიც ძალიან მომეწონა. 
  • მწვრთნელმა გვასწავლა სხვადასხვა პროგრამების მოძებნა. 

Sunday, November 1, 2015

IV დღე


  •   დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.
  •  ვისაუბრეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების შესახებ.
  • ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა.
  •  ტრენერისგან მივიღეთ დავალებები:
  1.  პროექტის გეგმაში დავამატოთ სასწავლო მიზნები და ამოცანები
  2.  აგრეთვე ეროვნულ სასწავლო გეგმიდან პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.

Friday, October 30, 2015

III დღე


  •  ტრენინგის მესამე დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
  •  წავიკითხეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ.  
  • ჯგუფებში ვიმუშავეთ კითხვების შედგენაზე. 
  • თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა კითხვების პრეზენტაცია. 
  •  ტრენერმა მოგვცა საინტერესო რჩევები. 
  • წარვადგინე ჩემი თემა:

'' მონამცემთა წარმოდგენის ხერხები''

ზოგადი კითხვა;         ტენდენციურია თუ არა მიდგომა ,ეროვნება განსაზღვრავს
                                  ადამიანის ფიზიკურ მახასიათებლებს ?
            
თემატური კითხვა;     1.რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის სიმაღლეზე?
                                        2.განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ეროვნების ადამიანების                                                         საშუალო სიმაღლე?
                                       
შინაარსობრივი კითხვები:
                                       1.      როგორ გავიგოთ თქვენი კლასის სიმაღლის საშუალო
                                          მაჩვენებელი?
                                       2.   რა არის მოდალური კლასი?
                                       3.   რა არის მონაცემთა გაფანტულობის საზომი?
                                       4.  რა მონაცემების გაგება შეიძლება ჰისტოგრამიდან?
                                       5.დაგროვილ სიხშირეთა დიაგრამიდან რისი გაგებაა შესაძლებელი?
                     

II დღე


  •          მეორე დღეს წარვადგინე პროექტის თემა.
  • გამოვიყენე  ინტელის სახელმძღვანელოს პროექტის გეგმის შაბლონი.მასში შევიტანე პროექტის თემა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
  •  ვისწავლეთ ელექტრონულ ფოსტაში დოკუმენტების ატვირთვა.
  •  გიორგი გვესაუბრა მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების შესახებ. 
  • მივიღეთ  დავალება, პროექტისთვის შევიმუშაოთ  სასწავლო მიზნები და ამოცანები
  • .ვისაუბრეთ რეფლექსიის და მისი მნიშვნელობის შესახებ.
  •  ძალიან საინტერესო დღე იყო.
  •  მადლობა  გიორგის. ძალიან კარგად გვიხსნის!

I დღე


  •       მე ძალიან მომეწონა ტრენინგის პროგრამა. 
  • დღეს გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს ,პორტფოლიოს კომპონენტებს,21-ე საუკუნის შესაბამის უნარ -ჩვევებს
  • .გავხსენით საქაღალდე,რომელშიც შევიტანეთ პორტფოლიოს კომპონენტები.
  • მივიღეთ დავალება,შევარჩიოთ თემა პროექტისთვის და შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.