- ტრენინგის მესამე დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
- წავიკითხეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ.
- ჯგუფებში ვიმუშავეთ კითხვების შედგენაზე.
- თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა კითხვების პრეზენტაცია.
- ტრენერმა მოგვცა საინტერესო რჩევები.
- წარვადგინე ჩემი თემა:
'' მონამცემთა წარმოდგენის ხერხები''
ზოგადი კითხვა; ტენდენციურია თუ არა მიდგომა ,ეროვნება განსაზღვრავს
ადამიანის ფიზიკურ მახასიათებლებს ?
თემატური კითხვა; 1.რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის სიმაღლეზე?
2.განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ეროვნების ადამიანების საშუალო სიმაღლე?
შინაარსობრივი კითხვები:
1. როგორ გავიგოთ თქვენი კლასის სიმაღლის საშუალო
მაჩვენებელი?
2. რა არის მოდალური კლასი?
3. რა არის მონაცემთა გაფანტულობის საზომი?
4. რა მონაცემების გაგება შეიძლება ჰისტოგრამიდან?
5.დაგროვილ სიხშირეთა დიაგრამიდან რისი გაგებაა შესაძლებელი?